აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილს ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ლიტვის მთავრობის სასახლეში უმასპინძლა

1-butkeviCus-aqtual-2საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო-ლიტვის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა.

შეხვედრზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ლიტვას შორის სამაგალითო თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ასევე, აღინიშნა საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტველ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.