პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვდა

1-loret-polit-2საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და ლიტვის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობა და ორი ქვეყნის განსაკუთრებული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვედრის მთავარი თემები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ურყევ მხარდაჭერაზე, რომელსაც ლიტვის საკანონმდებლო ორგანო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აფიქსირებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამაზე მიუთითებს ლიტვის სეიმის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 2014 წელს, რიგგარეშე სხდომაზე რატიფიცირება.