აშშ-ის პრეზიდენტი ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელმაც რუსეთს თვითმფრინავის დაღუპვის გამო არ მიუსამძიმრა...
საქართველო, 4 ნოემბერი,
საქინფორმი.
ბარაქ ობამა ლამის ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელმაც პირადად არ მიუსამძიმრა ავიალაინერი Airbus-321-ის დაღუპული მგზავრების ნათესავებს მაშინ, როცა მთელი მსოფლიო რუსეთთან ერთად გლოვობს და დაივიწყა პოლიტიკური უთანხმოებანი.
რუსეთის ხელისუფლებას არ მიუღია სამძიმრის დეპეშა ამერიკის ლიდერისგან. რფ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა
დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კითხვა, თუ რატომ არ მიუსამძიმრა აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს, მიმართული უნდა იყოს თეთრი სახლისა და არა კრემლისკენ.