რედაქტორისგან
კვირიკაშვილი ჯონ მაკკეინს შეხვდა სააკაშვილთან მისი მიმოწერის გამოქვეყნების მეორე დღეს, სადაც მაკკეინი აშშ-ში ივანიშვილის ანგარიშების დაბლოკვით იმუქრებოდა

1-kvirik-POLIT-3-REDგუშინ საქინფორმმა გამოაქვეყნა აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინის მიმოწერა ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც 2015 წლის 1 ნოემბერს გამოაქვეყნეს უკრაინულმა WikiLeaks-მა და საიტმა „Українська революція“-მ. გამოქვეყნებულ მიმოწერაში, მეორე წინადადებაში მაკკეინი წერს სააკაშვილს შემდეგს: „მე ზომები მივიღე შენ ბიჭებს ხელს არ ახლებენ, გამოძიება დაიხურება. ეშტონმა ყველა გააფრთხილა.  ელჩი აქტიურად მუშაობს. ივანიშვილი დაპატიმრების საკითხს არ დააყენებს თუ არადა ყველა მის ანგარიშს დავბლოკავთ“, რაზეც სააკაშვილი პასუხობს: „დიდი მადლობა“.

2015 წლის 3 ნოემბერს კი, ანუ ამ სკანდალური მიმოწერის გამოქვეყნების მეორე დღეს, სადაც „ამერიკელი ქართველი“ მაკკეინი ასევე აჩქარებს „ქართველ ამერიკელ“ სააკაშვილს სირიაში, „ისლამური სახელმწიფოსთვის“ დაქირავებული მებრძოლების მეორე პარტიის გაგზავნას, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უცებ „სამუშაო ვიზიტით“ მიემგზავრება აშშ-ში , სადაც სენატორ სენატორ ჯონ მაკკეინს ხვდება. შეხვედრაზე მხარეებმა დადასტურეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ მაკკეინს საქართველოს მხარდაჭერისა და მტკიცე მეგობრობისთვის, რასაც ის წლების განმავლობაში იჩენს ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ“, - ძუნწად იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება და დუმს იმაზე, შეეხო თუ არა კვირიკაშვილი მაკკეინისა და სააკაშვილის ზემოხსენებულ საუბარს, რომლის ჩანაწერიც უკრაინულმა მედიამ გაასაჯაროვა.

იმისათვის, რომ კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტის მთავარი მიზანი - მაკკეინთან კონფიდენციალური საუბარი თვალშისაცემი არ ყოფილიყო, იგი სენატორებთან: ტომ კოტონსა და ჯეფრი სეშენთან „დეკორატიული შეხვედრებით“, ასევე კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლით გააფორმეს, რის შესახებაც დღეს საქინფორმი იტყობინება.

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 4 ნოემბერი

1-kvirik-1 1-kvirik-2
1-kvirik-3 1-kvirik-4