სამართალი
შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

1-fact-SAMART-1საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ნუკრი . დააკავეს.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ტყიბულის მიმდებარე ტყის მასივში, ურთიერთშელაპარაკებისას, მაია ჯ. მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ტყიბულშივე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.