რაულ ხაჯიმბა 3 ნოემბერს აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრებს შეხვდა
საქართველო, 3 ნოემბერი,
საქინფორმი. აფხაზეთი იღებს და კვლავაც მიიღებს დახმარებას რუსეთისგან, თუმცა ჩვენ უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის დამოუკიდებლად დაფინანსება, - განაცხადა პრეზიდენტმა საზოგადოებრივი პალატის წევრებთან შეხვედრისას.
„მიმდინარე დაფინანსებით რიგი მიმართულებები რუსული ბიუჯეტის ხარჯზე იმყოფება. ბევრ სტრუქტურაში ხელფასებიც იქიდან გაიცემა. თუმცა გვსურს, ეს სიტუაცია იმ რეზერვების დახმარებით შევცვალოთ, რომლებიც ქვეყანაში მოგვეპოვება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს შექმნას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.