აქტუალური
,,საგადასახადო კოდექსის” ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, შესაძლოა, კიდევ ერთი ცვლილება შევიდეს, რომელიც მაღაროების მიწის გადასახადისგან გათავისუფლებას შეეხება.
პროექტის მეორე მოსმენის განხილვისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა პროექტის იმ მუხლის გარეშე მიღება მოითხოვა, რომელიც პროექტში ჯერჯერობით არ არსებობს.საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ახალ ,,საგადასახადო კოდექსში” შესაბამისი რეგულაცია ისედაც არსებობს, თუმცა საკითხი ნათლად არ არის ჩამოყალიბებული და ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობას შორის კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, დაზუსტდება თუ არა ამ მხრივ კანონში ჩანაწერი.