რელიგია
"საქართველოში ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ მომხდარა!" - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღვთისმშობლის აბუჩად ამგდებ პორტრეტზე, რომელიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელშია გამოფენილი

1-ylya-aqtual-3-religსაქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში გამოფენილ ღვთისმშობლის სურათის თემას გამოეხმაურა, რომელზეც ღვთისმშობელი პისტოლეტით ხელშია გამოსახული.
როგორც უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, საქართველოში ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ მომხდარა.

"წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც გამოსახულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რომელსაც პისტოლეტი უჭირავს და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოსი. ძალიან მიკვირს, თუ როგორ დაუშვა ლექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ასეთი მკრეხელობა. ასეთი შეურაცხყოფა, საქართველოში, ჯერ არ მომხდარა. საქართველო არის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და იმედი მაქვს, რომ გამოსწორდებიან", - აღნიშნავს პატრიარქი.