სამართალი
რუსთავი 2-ის საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო

1-sakonst-samart-2საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკონსტიტუციო სასამართლოს „რუსთავი 2“-მა სარჩელით 26 ოქტომბერს მიმართა. სამაუწყებლო კომპანიის იურისტები გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების ნორმის ხარვეზებზე მიუთითებდნენ და იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც შესაძლოა, „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიყენოს.

ადვოკატის განმარტებით, ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ სასამართლოს უფლება აქვს დაუყონებლივი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოს, რუსთავი 2-ის დაცვის მხარეს კი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალება მთლიანად შეეზღუდოს.