საზოგადოება
საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3987 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3987 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ 30 ოქტომბერს დადგენილი კურსი, რომელიც გუშინდლამდე მოქმედებდა, 2.3980 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.