სტალინის ძეგლის დემონტაჟის დროს შორაპანის მაჟორიტარი დააკავეს
საქართველო, 3 ნოემბერი,
საქინფორმი. 1-დან 2 ნოემბრის ღამეს,
ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპნის ცენტრში „უცებ“
სტალინის ძეგლი გამოჩნდა, რომელიც უწინ ერთ-ერთი უმოქმედო ფაბრიკის ეზოში იდგა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ამის გამო სკანდალი ატეხა და გუშინდელ გადაცემა „დილის კურიერში“ უჩვენა ვითომდა „ამ ფაქტით აღშფოთებული ახალგაზრდები“ - ერთ-ერთი ადგილობრივი „ენჯეოშნიკი“. შედეგად, წუხელვე
სტალინის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა.
დემონტაჟისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, პოლიციამ ზესტაფონის რაიონის საკრებულოს წევრი და სოფლის მაჟორიტარი
კობა გოჩალეიშვილი დააკავა. ძეგლი სოფელში სწორედ
გოჩალეიშვილის ინიციატივით დადგეს. მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განმარტა, რომ ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ და მათ ძეგლის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს.