რედაქტორისგან
იან კელი: „ჩანაწერები კერძო საუბარს ჰგავს... არ ვენდობი ისეთ საუბარს, რომელიც სათანადოდ გადამოწმებული არ არის“ - აშშ-ს სახდეპი და აშშ-ს ელჩი საქართველოში აუდიოჩანაწერებზე ერთმანეთისგან განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ - საქინფორმი

1-Iannn-AQT-2-redსაქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. აჭარის ტელევიზიის შეკითხვაზე იცით თუ არა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, აგრეთვე სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრების აუდიოჩანაწერების შესახებ, რომელიც 29 ოქტომბერს ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელდა, აშშ-ის ელჩმა იან კელიმ უპასუხა:

ვიცი ამ გაჟონილი ინფორმაციის შესახებ და იცის ყველამ, ვინც ქართულ მედიას თვალს ადევნებს. ვერაფერს გეტყვით, იმის გარდა, რომ ყველა ნიშნით, ჩანაწერები კერძო საუბარს ჰგავს. ვფიქრობ, იცით, რომ პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია ისევ და ისევ პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა და წყაროების მითითება. ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ადგილობრივ მედიასაშუალებას [დამოუკიდებლად] მოეპოვებინა კერძო სატელეფონო საუბარი და შემდეგ გაევრცელებინა ის. მე არ ვენდობი ისეთ საუბარს, რომელიც სათანადოდ გადამოწმებული არ არის და სათანადო წყარო არ აქვს მითითებული“.ანუ, ამერიკის ელჩის ინტერესს იწვევს ინფორმაციის გამავრცელებელი და არა თავად სახელმწიფო გადატრიალების მზადების ფაქტები, რომლებსაც ბატონი კელი „კერძო საუბრებს“ უწოდებს.

აშშ-ის სახდეპმა კი, თავის მხრივ, აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: ჩაწერილი საუბრების გადამოწმების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი განცხადებების ადგილი არ არის.

მივესალმებით პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც სიმშვიდისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ. ეს განცხადებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს საჭიროა დიალოგი და პოლიტიკური და მედიასივრცეების გაფართოება და არა შეზღუდვა“.

აღნიშნულით, აშშ-ის სახდეპმა, აშშ-ის ელჩი კელისგან განსხვავებით, ამ ჩანაწერების სერიოზულობა აღიარა და დაგმო ისინი, ამასთან, მხარი დაუჭირა არა პრეზიდენტ მარგველაშვილს, როგორც აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ერთი კვირის წინ, არამედ პრემიერ ღარიბაშვილს.

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის ნოემბერი