აქტუალური
ასლან სმირბასა და ბადრი ფარტენაძეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ

sazgvao-departamentiასლან სმირბასა და ბადრი ფარტენაძეს, შესაძლოა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ საზღვაო ადმინისტრაციასთან დააკავშირებით. უკვე ყველა ინფორმაცია პროკურატურაშია გადაგზავნილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განუცხადა. მისივე თქმით, ყველა ინფორმაცია, გადაგზავნილია პროკურატურაში, პროკურატურა განიხილავს, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს საზღვაო ადმინისტრაციაში ბოლო წლებში. საზღვაო ადმინისტრაციის ყველა მაღალი თანამდებობის პირი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. გავრცელებული ინფორმაციით, დეპარტამენტის უკვე ყოფილ უფროსს, ბადრი ფარტენაძეს და მის მოადგილეს, ასლან სმირბას სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. საუბარია საზღვაო ადმინისტრაციაში კორუფციულ სქემასა და სამსახურებრივ გულგრილობაზე. საზღვაო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი თანამდებობიდან მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ქართველ მეზღვაურებს მომავალი წლიდან ქართული დიპოლომებით იმ გემებზე მუშაობა აეკრძალებათ, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში შედის. ამასთან, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, რომელშიც საზღვაო დეპარტამენტი შედიოდა, გაიყოფა. გაყოფის შედეგად, საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის დეპარტამენტები ცალკე უწყებებად ჩამოყალიბდება.