საზოგადოება
მშობლებმა ბავშვს ცოფის საწინააღმდეგო აცრები დაგვიანებით გაუკეთეს, რის გამოც ცოფის კლინიკური ნიშნები მოგვიანებით გამოუვლინდა.
წელს საქართველოში ეს ცოფის უკვე მეხუთე შემთხვევა იყო. წინა წელს აღნიშნული ინფექციით, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.
მსოფლიოში ცოფით ყოველწლიურად 25-დან 100 ათასამდე ადამიანი ინფიცირდება. თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც ცოფის შემთხვევები საერთოდ არ ვლინდება (მაგალითად დიდი ბრიტანეთი ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჰავაი და ა.შ.). ამ ფაქტს მეცნიერები იმ ქვეყანებში არსებული ცხოველთა მოვლის მაღალი კულტურით ხსნიან. კერძოდ შინაური ცხოველების დროული ვაქცინაციით, ცხოველებისგან მიყენებული ზიანის დროულად მკურნალობით და მაწანწალა ძაღლების არარსებობით.