რედაქტორისგან
საქინფორმი საქართველოს პრემიერთან ერთად უსამძიმრებს რუს ხალხს, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად - დაღუპულთა ოჯახებს, თავისი სახელით კი - რუსეთის პრეზიდენტს, ეგვიპტეში რუსული А321 კატასტროფასთან დაკავშირებით

1-egipt-aqt-1-red-1საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. დილით, 2015 წლის 31 ოქტომბერს, ეგვიპტეში დაიღუპა რუსული ავიაკომპანია „Когалымавиа“-ს თვითმფრინავი А321. ლაინერი ასრულებდა რეისს შარმ-ელ-შეიხი-სანქტ-პეტერბურგის მარშრუტით. თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 224 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის წევრები. ეგვიპტის ხელისუფლების ინფორმაციით, კატასტროფაში ვერავინ გადარჩა. ეგვიპტის წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი შესაძლოა ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო. საავიაციო ინციდენტთა ეგვიპტის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი აიმან ალ-მაჰმუდის თქმით, პილოტმა გააფრთხილა სახმელეთო დისპეტჩერები, რომ თვითმფრინავში წარმოიქმნა „ტექნიკური პრობლემა“ და მას სასწრაფოდ დაჯდომა სჭირდება. სარადარე დაკვირვების თანახმად, თვითმფრინავი წუთში ორი კილომეტრის სიჩქარით ეშვებოდა მანამდე, სანამ მიწას დაენარცხა. რუსეთმა ლაინერის დაღუპვის მიზეზების გამოძიება დაიწყო.

რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 1 ნოემბერი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო,მწუხარებას გამოთქვამს. მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელსაც 200-ზე მეტიადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გულწრფელად ვუსამძიმრებ რუს ხალხს ამ დიდ ტრაგედიას, თანავუგრძნობდაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, -ნათქვამია სამძიმრის წერილში.

საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო: "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში მომხდარი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში", - ნათქვამია გეორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

საქინფორმი საქართველოს პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გულწრფელად უსამძიმრებს რუს ხალხს, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად - დაღუპულთა ოჯახებს, თავისი სახელით კი - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მომხდარი ტრაგედიის გამო.