საზოგადოება
სვანეთში დაკარგული მთასვლელის ცხედარი მაშველებმა იპოვეს

tetnuldiდღეს დილით, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა 25 წლის მთასვლელის - კარლო ხერგიანის ცხედარი ხევში იპოვეს. კარლო ხერგიანი საკუთარ სახლში, მესტიაში გადაასვენეს. შეგახსენებთ, რომ მთასვლელი შაბათს დაიკარგა, როდესაც ის და მისი მეგობარი ნუკრი ნავერიანი მწვერვალ თეთნულდის დალაშქვრას გეგმავდნენ. მწვერვალზე ასვლის დროს ჩამოწოლილმა ზვავმა ნავერიანი გვერდზე მოისროლა. მან შეძლო სოფელ მულახში ჩასვლა და ადგილობრივებს დახმარება სთხოვა. სამაშველო პროცესში ადგილობრივ მთასვლელებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ჩაერთნენ.