სამართალი
საპატრულო პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძარცვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

1-patrul-samart-3საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გიორგი . და გიორგი . - თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის, ხოლო გიორგი , დავით . და ხათუნა . - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს თავისუფლება აღუკვეთეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ ღამის კლუბის თანამშრომლებმა ორ კლიენტს - ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს ფული წაართვეს, შემდეგ კი თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბარის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს.