სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
1-gun-samart-2საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი სპარტაკ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „გლოკის“ მოდელის 2 პისტოლეტი ამოიღეს.