პოლიტიკა
„მინდა, საზოგადოებას მივმართო, გთხოვთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ყველანაირი ემოცია შევიკავოთ და მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე ვიყავით 3 წლის წინ, არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას და არც ერთი მოქალაქის სიმშვიდის დარღვევას, მაგრამ გთხოვთ, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაური „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობითაც დაინტერესდა. როგორც შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განმარტა, მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 22 შემთხვევაში დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს 3 პირი, გამოძიება მიმდინარეობს 8 სისხლის სამართლის საქმეზე.