სამართალი
თბილისსა და ქუთაისში სააკაშვილის, ბოკერიას, ჩერგოლეიშვილის, თარგამაძისა და გაბაშვილის შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოჩნდა

1qatami-sam-2საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, თამარ ჩერგოლეიშვილის, გივი თარგამაძისა და გოკა გაბაშვილის შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოჩნდა. ყველა პოსტერზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარდა, ქათმები ფიგურირებენ.

პლაკატებზე არის წარწერები: "გაუკუღმართებული ქათმების პარტია", "მეფე ქათამთა შიშველია", "ქათმიორალური მოძრაობა", "ქათმების პარტია-ჭირი, რომელიც სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ!".

პლაკატები გამოკრულია ავტობუსების გაჩერებაზე, ილიაუნის მიმდიბერე ტერიტორიაზე, ლიგამუსის ვერანდაზე და მიწისქვეშა გადასასვლელში.

„ნაციონალურ მოძროაბის“ შეურაცმყოფელი პალაკატები გამოჩნდა ქუთაისშიც. პლაკატებზე პარტიის ლიდერები ირონილი ფორმით არიან გამოხატული.

„ქათმიოლარული მოძრაობა“, „ქათმების პარტია-ჭირი, რომელიც სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ“ -ამ პლაკატებს აღნიშნული წარწერები ამშვენებს.

1qatami-sam-1-1 1qatami-sam-1-2