სამართალი
ზაზა გაბედავა: „ნათელაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ბერას და მეგრელებს ზოოფილები გვიწოდა!“

1gabedava-sam-1-MTABARსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ზაზა გაბედავა ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ნათელაშვილმა ბერა ივანიშვილს სტატუსის საპასუხოდ განაცხადა.

შალვა ნათელაშვილმა მარტო მე კი არა, მთელს სამეგრელოს მიაყენა შეურაცხყოფა,როდესაც ზოოფილები გვიწოდა... როლანდ ახალაიაში შევეშალეთ. ნათელაშვილს ალბათ თვითონ უყვარს ვირები... სადაც ვნახავ, ავუგებ წესს! მითხრა, რომ მოსკოვში ჩამოვა, მაგრამ რისი ჩამომსვლელია ეგ მშიშარა კურდღელი! არადა, ჩვენი საუბარი ბერას სტატუსს მოჰყვა, როდესაც ამ ბავშვმა თბილისს სტატუსი მიუძღვნა, ნათელაშვილმა კი გააკრიტიკა და შეურაცხყოფა მიაყენა ბერას. ამის გამო იყო, რომ გავაკრიტიკე და მერე ზოოფილები გვიწოდა მაგ მართლა ზოოფილმა!"- განაცხადა გაბედავამ ნათელაშვილზე.

შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილმა ბერა ივანიშვილის ფეისბუქ-სტატუსს, სადაც ივანიშვილი აცხადებდა: „ჩემი თბილისი ყველას სჯობს“, ასევე ფეისბუქ-სტატუსით უპასუხა, სადაც, კერძოდ, აღნიშნავდა: „შვილო, რა თქმა უნდა, თბილისი თქვენთვის ყველაფერს სჯობს, აბა, სხვა რომელ დედაქალაქშია ისეთი ალალი, მიმნდობი და უეშმაკო ხალხი,რომელმაც შეიძლება, დაიჯეროს შენი მამიკოს ან ნებისმიერი მილიარდელის დაპირებები უფასო ფულის, უპროცენტო კრედიტების, განახევრებული ტარიფების, მაღალი პენსია-ხელფასების, მასობრივი სამუშაო ადგილების და მილიარდელის მიერ საკუთარი ფულის თუ სიცოცხლის გაწირვაზე...“

1-gabedava-sam-1-qvem-DIDAT