აქტუალური
"აფბა" მერიას დებატებში იწვევს

afbaსასტუმრო "ძველ მეტეხში" დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას " (აფბა) სამარშრუტო ტაქსების კერძო კომპანიების ხელში გადასვლაზე ბრიფინგს გამართავს. "აფბას" ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსები 5 კომპანიის ხელში გადავა. "ეკონომიკური კრიზისის პირობებში, 4 000-მდე ადამიანი ყოველდღიური შემოსავლის წყაროს დაკარგავს. მგზავრობა კი 1 ლარამდე გაძვირდება", - ნათქვამია "აფბას" განცხადებაში. ორგანიზაცია მერიას დებატებში იწვევს, ხოლო საკრებულოსა და პროფკავშირებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ''აფბას'' დირექტორის - მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, ეს არის ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯი. „არ შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ მოქცევა. ამდენი ადამიანის ულუკმაპუროდ დატოვება დანაშაულია. დაახლოებით 4000-მდე ადამიანი დარჩება უმუშევარი. გარდა ამისა, დაუშვებელია მგზავრობის ღირებულება იყოს ერთი ლარი, მაშინ, როცა მოსახლეობა ისედაც მძიმე სოციალურ პირობებშია,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჯანიაშვილმა.