უცხოეთი
აშშ ნავთობის სტრატეგიული მარაგების გაყიდვას 2 წლის შემდეგ დაიწყებს

1barell-zar-2საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ ნავთობის სტრატეგიული მარაგის 8%-ის (58 მლნ ბარელი) გაყიდვას 2025 წლამდე გეგმავს, - იუწყება ბლუმბერგი. ამჟამად აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგები 695 მლნ ბარელადაა შეფასებული.

აშშ ნავთობის გაყიდვას სტრატეგიული რეზერვიდან 2018 წელს დაიწყებს. ყოვლწლიურად გასაყიდად გაიტანენ 5-დან 10 მლნ-მდე ბარელს რეზერვიდან. გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ხაზინაში შეინახება.