საზოგადოება
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრების განცხადებით, რექტორის თანამდებობაზე ჯავახიშვილის არჩევის შესახებ განათლების სამინისტროდან მითითება უკვე მიღებული აქვთ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 22 დეკემბერს არის დანიშნული. რექტორი უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიოს. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობს 2 კანდიდატი - თელავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი თინათინ ჯავახიშვილი და ადვოკატი ლეილა გარსევანიშვილი, რომელიც თელავის სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.რექტორის არჩევნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა დღეს ამოიწურა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე თანამდებობიდან 8 სექტემბერს გადადგა. გოცირიძემ თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ის დაასახელა, რომ "რექტორად მუშაობის გაგრძელება აღარ სურს". ის თანამდებობაზე 2004 წელს აირჩიეს. მანამდე კი "თავისუფლების ინსტიტუტის" კახეთის რეგიონის კოორდინატორად მუშაობდა. ამ ორგანიზაციასა და განათლების მინისტრს - დიმიტრი შაშკინს შორის არსებული დაპირისპირების გამო გოცირიძეს თანამდებობიდან წასვლა, სავარაუდოდ, განათლების სამინისტროდან მოსთხოვეს.