სამართალი
ჯეიმს აპატურაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო ნატოს წევრი გახდება.
„მინდა მოგილოცოთ წარმატებული რეფორმები, რომელიც თქვენ და თქვენმა წინამორბედებმა თავდაცვის სფეროში განახორციელეთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო არსებითი პაკეტის განხორციელების ტემპები, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე ხორციელდება; ასევე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება, რომელიც თქვენ და ნატოს გენერალურმა მდივანმა გახსენით. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო ნატოს წევრი გახდება. კიდევ უფრო მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მივესალმებით მეტ ნატოს საქართველოში და უფრო მეტ საქართველოს ნატოში. მადლობა ამისთვის“, - აღნიშნა, კერძოდ, ჯეიმს აპატურაიმ.