საზოგადოება
საქართველოში პნევმონიის გართულებულმა შემთხვევებმა იმატა,– ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვირუსული ინფექციების ფონზე, პნევმონიის შემთხვევები, ძირითადად, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გახშირდა.ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და საჭირო მკურნალობა ჩაიტარონ, რათა გართულება თავიდან აიცილონ.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს საჭირო მედიკამენტების მარაგი აქვს და იმ შემთხვევაში, თუ დაავადება ეპიდემიური ხასიათის გახდა, შესაბამის ზომებს მიიღებს.