საზოგადოება
ჯეიმს აპატურაი: „საქართველო არის ერთგული, მყარი კანდიდატი ნატოს წევრობის“

1apatur-sazog-3-analitსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი.  ამის შესახებ განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმსა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

ღონისძიების I სესია ევროატლანტიკური უსაფრთხოების და ნატოში ინტეგრაციის თემას მიეძღვნა. გამომსვლელებს შორის იყვნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, ესტონეთის ელჩი ნატოში ლაური ლეპიკი და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი.

თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ აღარ არსებობს გავლენის სფეროები, რომ ევროპა არ დაუშვებს ახალი რკინის ფარდის ჩამოშვებას, რომ რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ხმის უფლებაც კი არ აქვთ - ეს იქნება ჩვენი მხრიდან სისუსტის გამოვლინება და კრემლის გამარჯვება, რომელიც მას შემდგომი აგრესიისკენ უბიძგებს“, - განაცხადა ხიდაშელმა სესიაზე.

რუსეთის უარყოფით როლზე ბალტიისპირეთსა და შავი ზღვის აუზში ისაუბრა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ: "საქართველოს ადგილი ნატოში არის ნათელი და მზარდი. მისი ჩართულობა კი ყველაზე მაღლა დგას არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში“.