უზნაძის № 8-ში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებას გამოსახლების გაზაფხულამდე გადავადებას სთხოვენ
როგორც საქინფორმს აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა დევნილმა თეიმურაზ მულდაროვმა განუცხადა, დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს დღეს, 14:00 საათამდე, ელოდებიან და აღნიშნულ მოთხოვნას გააცნობენ.
შეგახსენებთ, რომ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების გამოსახლების პროცესი გრძელდება. გამოსახლება ამჯერად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უზნაძის № 8-სა და მიცკევიჩის № 29-ში შესახლებულ 61 ოჯახს ემუქრება.