აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: „ეს არის დავა სააკაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის“

1ira-aqt-2-an-mtსაქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. არ გვაინტერესებს არავის, ვისი არის ეს ტელევიზია („რუსთავი 2“ - რედ.), ან ვისი გახდება. ჩვენთვის და ჩემთვის არის მთავარი ის, რომ ყველანაირი ტელევიზია მუშაობდეს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მარტვილში განაცხადა.

„ჩემთვის მფლობელს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სამართალი უნდა აღდგეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს მიერ და არა ჩვენი ჩარევით, ამიტომ ჩვენ ამ პროცესს აბსოლუტურად გავემიჯნეთ თავიდანვე. ჩვენ ვთქვით, ეს არის დავა, სააკაშვილს და ამ ტელევიზიის ყოფილ მფლობელს შორის, ქიბარ ხალვაშს შორის. ეს კაცი სამი წელი ცდილობდა ჩვენი დახმარებით, რომ რაიმე გაეკეთებინა, მიმართა მან პროკურატურას ათასჯერ, მთავრობას, პარლამენტს, ყველას მიმართა, რომ აღედგინა დარღვეული უფლებები, ეს წართმეული ქონება, მაგრამ მის მსგავსად საქართველოში არიან ათასობით ადამიანები, რომელთაც დაკარგეს საკუთარი ქონება, სახლები. ჩვენ შეგნებულად არ ჩავერიეთ ამ პროცესში, რომ არ მიგვეცა საბაბი იმის თქმის, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვცდილობთ, თავისუფალ მედიას ხელი შევუშალოთ, ეს არ მოხდება. გადახედეთ ნებისმიერ ტელევიზიას, რატომ არის მხოლოდ "რუსთავი 2" ოპოზიციური? ასევე "იმედი" არის ოპოზიციური, ასევე "მაესტრო", "პირველი არხი", ყველანი ოპოზიციური არიან, მაგრამ ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს პრობლემას. რამდენიც უნდათ იმდენი გვაკრიტიკონ, ოღონდ გვაკრიტიკონ ობიექტურად. ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

1ira-aqt-2-an-qvem