რელიგია
„არ მსურს პორნოვიზიასთან ლაპარაკი... თქვენ ხართ საქართველოს პირველი მტრები“ - უპასუხა მღვდელმა „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს (ვიდეო)

porno-SAZOG-2-RELIGსაქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. 23 ოქტომბერს, მოსამართლემ 4-ვე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო 2013 წლის 17 მაისის გახმაურებულ საქმეზე - თბილისის ცენტრალურ პროსპექტზე გეი-პარადის დაშლა (შეკრებაში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ძალის გამოყენებით).

"რუსთავი 2"-ის აბეზარა კორესპონდენტი საქალაქო სასამართლოს ეზოში სასულიერო პირებისგან კომენტარის აღება სცადა, თუმცა ღვთისმსახურებმა განაცხადეს, რომ არ სურთ "პორნოვიზიასთან" ურთიერთობა (ვიდეო იხ. აქ).

მამა იოთამს ბრალად ედებოდა შეკრებაში მონაწილეობის უფლების განხორციელებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით.

ცნობისათვის: მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, იოთამ ირაკლი ბასილაიას მსგავსად, უდანაშაულოდ კიდევ სამი პირი – ბექა სალუქვაძე, ტარიელ დავრიშიანი და გიორგი ბასიაშვილი ცნო.

მათი ინტერესების დამცველი პროცესიის დასრულების შემდეგ აცხადებდა, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მოსამართლემ სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

განსხვავებულია დაზარალებულების ინტერესების დამცველის პოზიცია. მოძრაობა „იდენტობა“-ს ლიდერი ირაკლი ვაჭარაძეც არ გამორიცხავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ ძალადობის შემთხვევები გახშირდეს.