სამართალი
ზურაბიშვილს, კახიშვილსა და ხიდაშელს მარგველაშვილის განცხადება უპასუხისმგებლოდ მიაჩნიათ

1-kaxiS-samart-3-analitსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აკეთებს.
ეს გადაცდა ყველა ზომიერების ნორმას ... ასეთი განცხადება სწორედაც იმას უწყობს ხელს რასაც ვითომცდა პრევენციას უკეთებს... ნაცების პროვოკაციებს ეხმაურება და ლეგიტიმაციას აძლევს ..!!! მთავრობას რომ ბევრი ნაკლი აქვს ფაქტია მაგრამ ეს იმის საფუძველი ვერ იქნება რომ ნაცების სტრატეგიას მხარი აუბა! პირად ამბიციამ და ქიშფობამ როგორ უნდა დაგაბრმავოს იმ დონეზე რომ ნაცების ატეხილ სამოქალაქო დაპირისპირების სცენარს პრეზიდენტის ინსტიტუტიდან გააჟღერო და ლეგიტიმაცია მისცე?????,"-წერს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილიც. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ კონსტიტუციურ უსაფრთხოებას საშიშროება ექმნება, მას ამის საფუძვლები უნდა ქონდეს. როდესაც პრეზიდეტი მოუწოდებს სასამართლოს, რომ არ გამოიტანოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ახლა რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ზეწოლა სასამართლოზე. პრეზიდენტმა შეიძლება მოითხოვოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ასეთი აჟიოტაჟი რომ ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებას საფრთხე ექნება, ამას გარკვეული საფუძვლები უნდა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ საფუძვლები არსებობს“,-განაცხადა, კერძოდ, კახიშვილმა.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება არის უპასუხისმგებლო.

"საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება ქვეყანაში. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ნებისმიერი თანამდებობის პირისგან. როდესაც იწყებ საუბარს იმაზე, რომ დიალოგს იწყებს კონსტიტუციურ წესრიგზე, მაშინ ამის ნიშნები უნდა იყოს ქვეყანაში. ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს. სანამ ვინმეს მიუთითებ, რომ ვინმე რამეს ძაბავს, სწორედ მისი მხრიდან ამ ტიპის განცხადების გაკეთება არის ვითარების დაძაბვა", - განაცხადა, კერძოდ, ხიდაშელმა.