საზოგადოება
SPUTNIK-ი საქართველომ დაიწყო პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“

1-sputnik-sazog-3-analitსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-ი საქართველო“ პორტალის ქართულ და რუსულ ვერსიებზე საკუთარ მკითხველებს სთავაზობს საინტერესო ცნობებს იმ ლეგენდარული, ისტორიული და სახელგანთქმული პიროვნებების შესახებ, რომლებსაც თავის დროზე ფეხი დაუდგამთ ქართულ მიწაზე. სარედაქციო პროექტის „დიდი ადამიანები საქართველოში“ გმირები უკვე გახდნენ წარსულისა და თანამედროვეობის ისეთი პოლიტიკური მმართველები, როგორიც იყვნენ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი; მსხვილი მრეწველები ძმები სიმენსები და ძმები ნობელები; სახელგანთქმული ამერიკელი მწერალი, XX საუკუნის ლიტერატურის კლასიკოსი ჯონ სტეინბეკი; მსოფლიო კინემატოგრაფიის ცნობილი მსახიობები მარჩელო მასტროიანი, პიერ რიშარი და შერონ სტოუნი. იმ ესეებისა და ნარკვევების გარდა, რომლებიც პროექტის გმირებზე მოგვითხრობენ, „Sputnik-ი საქართველო“ საკუთარ მკითხველებს სთავაზობს უნიკალურ საილუსტრაციო მასალას, მათ შორის საქართველოს ეროვნული არქივიდან და ქვეყნის პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი კოლექციებიდან.

„Sputnik”-ი საქართველოს“ პროექტის უახლოეს გეგმებშია – ნარკვევები მოციქულ ანდრია პირველწოდებულზე და კათოლიკური ეკლესიის კანონიკურ წინამძღვარზე იოანე-პავლე II-ზე; რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ზე და აშშ-ის 43-ე პრეზიდენტზე ჯორჯ ბუშზე; რუსეთისა და საფრანგეთის უდიდეს ლიტერატორებზე ალექსანდრე პუშკინსა და ალექსანდრე დიუმა-მამაზე; რუსული სიმფონიური და საოპერო  მუსიკის კლასიკოსზე პეტრე ჩაიკოვსკიზე; თეატრისა და კინოს რუს მსახიობებზე ვლადიმერ ვისოცკისა და ალისა ფრეინდლიხზე; ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონასა და მრავალ სხვა დიდ ადამიანზე, რომლებმაც მოინახულეს საქართველო.

პროექტი დიდი ადამიანები საქართველოში ეყრდნობა ცნობილი რუსი და ქართველი ჟურნალისტის ბესიკ ფიფიას ამავე სახელწოდების წიგნს. თავის ნარკვევებში ავტორი მოგვითხრობს ლეგენდარულ და სახელგანთქმულ მოგზაურებზე, სახელმწიფოს მეთაურებზე, სასულიერო პირებზე, სამხედროებზე, მეცნიერებზე, მწერლებზე, მხატვრებზე, მუსიკოსებზე, მსახიობებზე, მრეწველებსა და სპორტსმენებზე. „Sputnik-ი საქართველოს“ პროექტის ნარკვევებში აღწერილია ყველა მისი გმირის მოგზაურობა საქართველოში.

„Sputnik”-ი (sputniknews.com) – საინფორმაციო სააგენტო და რადიოა მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათეულობით ქვეყანაში. „Sputnik-ი“ მოიცავს საიტებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დამატებებს და გვერდებს სოციალურ ქსელებში. „Sputnik-ის“ ახალი ამბების ლენტები სადღეღამისო რეჟიმში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.