საზოგადოება
"საშობაო საახალწლო კონცერტებს ჩვენ ყოველ წელს ვმართავთ და ყოველ ჯერზე განსხვავებულად წარვსდგებით მაყურებლის წინაშე. ამჯერადაც პროგრამა განსხვავებულად შევკარით. ჩვენ მაყურებელს ''ხორუმის'' ახალ ვერსიას ვთავაზობთ. ეს არის მონუმენტური ცეკვა," - განაცხადა ნინო სუხიშვილმა. ასევე, პროგრამაში კლასიკურ-ტრადიციული ცეკვებიც იქნება. ფილარმონიის სცენაზე ძალიან ბევრი ახალი მოცეკვავე წარსდგება. "ჩვენ წელს გვქონდა კასტინგი, საიდანაც ავიყვანეთ ბევრი ახალი მოცეკვავე და ამ ახალ ცეკვაში 50-ზე მეტი მოცეკვავეა დაკავებული," – განმარტა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა. ბილეთი 10-დან 35 ლარამდე ეღირება.