აქტუალური
„საფრანგეთი საქართველოს საჰაერო სივრცის სიმყარეზე ჩვენთან ერთად იზრუნებს“ - თინა ხიდაშელი

1-francia-aqtual-2საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა „მოამბეში“ საჰაერო თავდაცვისუნარიანობის საკითხზე საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით საქართველოს მისი ფრანგი კოლეგა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი სამხედროები ეწვევიან.

„ჩვენთვის ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. არავისთვის არის საიდუმლო, რომ საფრანგეთი მიჩნეული იყო სკეპტიკოს ქვეყნად და მაინცდამაინც არ აქტიურობდა საქართველოსთან ნატოს ფარგლებში ურთიერთობის დროს. ამიტომ, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მინისტერიალის დროს გახმაურებული ინიციატივისთვის და შესაბამისი გადაწყვეტილებისთვის. საფრანგეთი, სწორედ, ნატო-საქართველოს პაკეტის ფარგლებში გახდება ლიდერი ქვეყანა და საქართველოს საჰაერო სივრცის სიმყარეზე ჩვენთან ერთად იზრუნებს. საფრანგეთიდან სამხედროების გუნდს ველოდებით. ისინი საქართველოში მომავალი წლის დასაწყისიდან იქნებიან და იმუშავებენ“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა გადაცემა „მოამბეში“.