უცხოეთი
სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრი: პუტინის რეიტინგმა განაახლა მაქსიმუმი და 89,9%-ს მიაღწია
1-reitin-zar-1საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც "ბიბისი" იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ქმედებებს გამოკითხულთა 89,9 %-მა დაუჭირა მხარი. გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შესწავლის რუსულმა ცენტრმა - "ვციომმა" ჩაატარა.
კვლევის თანახმად, პუტინის ქმედებებს 10-დან 9 რუსი უჭერს მხარს, რაც პირველ რიგში, სირიაში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას უკავშირდება. რესპოდენტთა 26% მიჩნევს, რომ ეს გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
ბოლო რეკორდი პუტინმა მიმდინარე წლის ივნისში მოხსნა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს გამოკითხულთა 89,1%-მა დაუჭირა მხარი. "ვციომმა" გამოკითხვა 17-18 ოქტომბერს, რუსეთის 130 დასახლებულ პუნქტში ჩაატარა და მასში 1 600-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.