საზოგადოება
ხალხის მთავრობა ხალხის სპორტის სასახლეს მაჯლაჯუნასავით აზის

qutaisis-sportis-sasaxleქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედოსა" და ქუთაისის სპორტის სასახლეს შორის ხელშეკრულება (უნაღდო ანგარიშსწორებით) არსებობდა, რომლის თანახმადაც ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს სპორტის სასახლის დარბაზი ''კრედოს'' წარმომადგენლებს გარკვეული ხნით ეთმობოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ კვირაში თუ არა ყოველ მეორე კვირაში მაინც სპორტის სასახლის ადმინისტრაცია ხელშეკრულებას არღვევდა სხვადასხვა მიზეზით (ხან ღონისძიება იყო, ხან დარბაზს არ ეცალა), დამკვეთები პრეტენზიებს მაინც არ გამოთქვამდნენ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედოს" წარმომადგენლებმა საქინფორმის კორესპონდენტს უამბეს, რომ წინა ოთხშაბათს იმის გამო, რომ ზესტაფონისა და ქუთაისის მერიებს შორის ფეხბურთის მატჩი უნდა გამართულიყო, ნახევარი საათით ადრე თამაშის გაწყვეტა და დარბაზის დატოვება მოსთხოვეს ''კრედის'' წარმომადგენლებს. ამ უკანასკნელთა მხრიდან პროტესტისა და გულისწყრომის გამოხატვას კი მოჰყვა ის, რომ სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ შეატყობინა - თქვენი კონტრაქტი ჩვენთან გაუქმებულიაო, მაგრამ არა ჩვენი სურვილით და მონდომებითო (გასაგებია, ვისი სურვილითაც!).
როგორც ჩანს, მერიამ თავისი ბრჭყალები გამოაჩინა; ''князь не любит когда гулают по его лесу!''. ხალხის მთავრობა ხალხის სპორტის სასახლეს მაჯლაჯუნასავით აზის.
''მიდი, მთავრობავ, მიდი, ეგრე გააგრძელე!
არჩევნები რომ მოვა, მერე გაგახსენდეთ, ხალხი რომაა საჭირო!'' - ამ რიტორიკული შეძახილით გამოხატა ყველას სათქმელი ბექა რ.-მ.