აქტუალური
უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი „დიდგორი 2015“-ის მიმდინარეობას გაეცნო

1-naCalnik-aqtual-2საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ მუჟენკო და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ და სამეთაურო-საშტაბო სწავლების - დიდგორი 2015-ის მიმდინარეობას გაეცნენ.

დიდგორი 2015“ სამთავრობო უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს. სწავლების მთავარი მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადებაა.

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ წასვლამდე გენერალ-პოლკოვნიკმა ვიქტორ მუჟენკომ გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.