პოლიტიკა
ნუგზარ შუშანია: “თავისუფალი დემოკრატების” ხობის ორგანიზაცია ლიკვიდირებულია

1-nugzar-polit-2საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. აღნიშნულის შესახებ ხობში გამართულ ბრიფინგზე ამავე პარტიის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილმა ლიდერმა ნუგზარ შუშანიამ განაცხადა. პარტიის ლიკვიდაციის მიზეზად იგი თავისუფალი დემოკრატებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ალიანსს ასახელებს.

ნუგზარ შუშანიას განცხადებით მისთვის და ხობის ორგანიზაციის 70 წევრისთვის მიუღებელია პარტიის ლიდერების ალიანსი “ნაციონალებთან”. ამის მაგალითად მან ბუკა პეტრიაშვილისა და პარტიის სხვა ლიდერების მხრიდან რუსთავი2”-ის მხარდაჭერის გამოხატვა დაასახელა.

მისივე განცხადებით, თავისუფალი დემოკრატების” ხობის ორგანიზაციის 70 წევრი და ორასზე მეტი მხარდამჭერი ამიერიდან ქართული ოცნების რიგებს შეუერთდება.

ამასტან დაკავშირებით  "თავისუფალი დემოკრატები" შემდეგ განცხადებას ავრცელებენ:

„ბოლო პერიოდია მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ახორციელებს ზეწოლას პარტიის წევრებზე და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა რეგიონული ორგანიზაციების წევრებთან მიმართებაში. ეს ყველაფერი განპირობებულია ,,თავისუფალი დემოკრატების“ გააქტიურებით და პარტიის ზრდის ტენდენციით. ამას უკავშირდება პარტიის წინააღმდეგ აგორებული მიზანმიმართული შავი პიარიც. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ არავითარი ალიანსი ,,ნაციონალურ მოძრაობასთან’’ არ არსებობს და არც იარსებებს მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ დღესაც, ისევე, როგორც 2012 წელს ვგმობთ მმართველობის იმ მახინჯ ფორმას, რასაც წარმოადგენდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება. ვერავითარი  წინააღმდეგობა პარტიის გეგმებს ვერ შეცვლის და დაწყებულ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. პარტია დამოუკიდებლად გავა არჩევნებზე და პირობას ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ გავიმარჯვებთ“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.