უცხოეთი
საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-მ თავისი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის პირველი გამოცდა ევროპაში, ატლანტიკურ ოკეანეში სასწავლო ბალესტიკური რაკეტის ჩამოგდებით განახორციელა.
"ეს იყო რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტის Standard-3 (SM-3) ბლოკ 1А პირველი გაშვება და სასწავლო ბალესტიკური რაკეტის პირველი ჩამოგდება, რომელიც ევროპაში, შოტლანდიის დასავლეთ სანაპირსთან ატლანტის ოკეანეში მოხდა", აცხადებს აშშ-ს საზღვაო შეიარაღებული ძალების პრესსამსახური.აღსანიშნავია, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გამოყენება, რომელიც ამერიკული სამხედრო გემი Ross-იდან იქნა გაშვებული, ნატოს მიმდინარე სწავლებების ფარგლებში გახორციელდა.
რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებას და მის პირველ გამოყენებას ევროპაში რუსი სამხედრო ექსპერტები გამოეხმაურნენ და მას „რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართული სამხედრო აქცია“ უწოდეს.