უცხოეთი
ასადმა პუტინთან გამართული მოლაპარაკებებისას მოსკოვს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

1asad-ucx-1საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი სამშაბათს მოსკოვს ეწვია, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იტყობინება.

მოსკოვს სამუშაო ვიზიტით სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ეწვია. მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ვიწრო და გაფართოვებულ ფორმატში გაიმართა“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებოდნენ და საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა.

"მსჯელობის საკითხები ტერორისტულ და ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლას შეეხო. პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სირიაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. ასევე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობის გაფართოების საკითხები“, - აღნიშნა პესკოვმა.

გამოცემის თანახმად, პესკოვს არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა საუბარი ბაშარ ალ-ასადის პოლიტიკურ მომავალზე.