სამართალი
„ახალგაზრდა ადვოკატები“ „სისტემური დანაშაულის“ საკანონმდებლო დონეზე რეგულაციებს მოითხოვს

1axadv-SAMART-3-ANALITსაქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები უკრაინული მედია-საშუალებით გავრცელებულ სამალავებში აღმოჩენილ წამების და არადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელებას ეხმაურება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2015 წლის 17 ოქტომბერს გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს წინა ხელისუფლების მმართველობის ფორმებს. თუკი არ იქნება სისტემური დანაშაულებები სათანადოდ გამოძიებული, არ იარსებებს მაღალი სამართლებრივი მტკიცების ტვირთი 2003–2012 წლების მმართველობის პერიოდში მომხდარ დანაშაულებზე, რომელიც სახელმწიფოს, მმართველობის წესის, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, სამეწარმეო, ეკონომიკური საქმიანობისა თუ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტებს ეხება, სამართლიანობის აღდგენის საზოგადოებრივი განცდა ნაკლებად იარსებებს.

მთავარი აქცენტი უნდა კეთდებოდეს არა იმაზე, ვინ გაავრცელა კადრები, არამედ კადრებში ასახულ სისატიკეზე. წამება, არაადამიანური მოპყრობა, მასობრივი ტერორი, აღარ არის არც ხელისუფლების და არც საზოგადოების დღის წესრიგი. საქართველოს ღირსეული ადგილი არის ევროინტეგრაციის შეუქცევად პროცესსა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. შესაბამისად, გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საგამოძიებო მოქმედებები დაჩქარდეს, ხოლო ხელისუფლებამ სისტემური დანაშაულებების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე იფიქროს“, - აცხადებს, კერძოდ, კაიკაციშვილი.