აქტუალური
სურსათის მწარმოებლების შემოწმება 3 იანვრიდან დაიწყება

saministroმთავრობა სურსათის მწარმოებლების მასობრივ შემოწმებას აჩქარებს. კანონის თანახმად, კონტროლი 2013 წლის იანვრიდან უნდა მომხდარიყო, თუმცა საწარმოების მასობრივი შემოწმება 2011 წლის 3 იანვრიდან განხორციელდება. შემოწმდება წარმოების ადგილი, მიმდებარე ტერიტორია, ტრანსპორტი, ტექნიკა, ნედლეული, ნახევარფაბრიკატები, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პროცესის დაჩქარება ექსპორტის ხელშეწყობისთვის გადაწყდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მაკონტროლებელი შემოწმების შემდეგ საწარმოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა მიეცემა. ამასთან, სამინისტროში აღნიშნეს, რომ კანონში შესაბამისი ჯარიმებიც იქნება ჩადებული. ექსპერტების თქმით, კონტროლის დაჩქარება მომხმარებლისთვის პოზიტიურია, რადგან გარანტია ექნებათ, რომ უსაფრთხო სურსათს შეიძენენ. ექსპერტები ამბობენ, რომ ბიზნესის ნაწილი, შესაძლოა, ცვლილებებისთვის მზად არ იყოს და ამან საწარმოების რაოდენობა შეამციროს.