საზოგადოება
19 ოქტომბერს ავღანეთიდან IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ერთი ასეული საქართველოში დაბრუნდა

1batal-SAZOG-1საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი.  დახვედრის ცერემონიალი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

43-ე ბატალიონი საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვედანაყოფია, რომელიც მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩაერთო. პირველად ამ მისიით ავღანეთში მეხუთე ქვეითი რიგადის 51-ე ბატალიონი იმყოფებოდა.

„მე მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა პირველ რიგში ამ ბიჭებს, მათ ოჯახებს, ბრიგადას, საიდანაც ისინი ავღანეთში წავიდნენ; ყველა სამხედროს, რომელიც მათ გვერდში იდგა მუდმივად ამ ხნის განმავლობაში. ბიჭებს, რომლებიც ახლა წავიდნენ ავღანეთში და შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში იქნებიან ამ მისიის შესრულების პროცესში. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კონკრეტულ შემადგენლობას მსხვერპლი ჰქონდა, იცით თქვენ, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ დაიღუპა ჩვენი ერთი ბიჭი - ვალის ყულჯანაშვილი, მაგრამ ეს არის ომი და მისი სამწუხარო შედეგები. ფასი რომელსაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, იხდის საკუთარი უსაფრთხოებისთვის ამ ფორმით ავღანეთში, ამ შემთხვევაში აუცილებლად იქნება უფრო მეტი უსაფრთხოების მომტანი თავად ჩვენი ქვეყნისთვის და გარანტია, რომ ამ ბიჭების შვილები გაცილებით უკეთეს ქვეყანაში იცხოვრებენ“, - განაცხადა, კერძოდ, თინათინ ხიდაშელმა.