პოლიტიკა
„საზღვისპირა რეგიონში ვეტერანებისთვის ახალი სოფელი გაშენდება“ - ვეტერანთა დეპარტამენტი

1departam-POLIT-3-ANALITსაქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. აღნიშნულ ინფორმაციას ვეტერანთა დეპარტამენტი ავრცელებს.

ვეტერანების უმუშევრობის მწვავე პრობლემის, მძიმე სოციალური ფონის და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში არსებული სავალალო დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, პრემიერისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა შეიმუშავა საპილოტე პროექტი - ,,ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება".

სახელმწიფო სამსახურმა ,,ფორტუნა ჰოლდინგთან" ერთად, საპარტნიორო ფონდის თანადგომითა და დაფინანსებით მოამზადა კვლევა, სადაც პირველ ეტაპზე 550 ვეტერანის ოჯახის დასახლებით შეიქმნება სასოფლო ტიპის კოოპერატივი.

აღსანიშნავია, რომ ვეტარანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ჩაატარა გამოკითხვა, რომლითაც დადასტურდა, რომ 20 ათასზე მეტ ვეტერანს აქვს სურვილი, იცხოვროს საზღვრისპირას.

პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა აღნიშნული პროექტი. ამ ეტაპზე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ხელშეკრულების პროექტის მომზადება, რის შემდეგაც უმოკლეს დროში დაიწყება კონკრეტული სამუშაოები და საპილოტე პროექტში მონაწილე ვეტერანთა ოჯახების შერჩევა.

კანდიდატთა შერჩევასა და მომზადებას განახორციელებს ,,ფორტუნა ჰოლდინგი" ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად", - აცხადებენ ვეტერანთა დეპარტამენტში.