საზოგადოება
ნაძვის ხის მოჭრაზე გარემოს დაცვის ინსპექციამ კონტროლი გაამკაცრა

nadzviსაქართველოს გარემოს დაცვის ინსპექციამ, ნაძვის ხის მოჭრაზე კონტროლი გაამკაცრა.

"საბაჟო მკაცრად აკონტროლებს ნებისმიერ საექსპორტოდ გამზადებულ ნაძვს. იმის დადგენა, ტყის მასივშია მოჭრილი თუ კერძო მეურნეობებში მოყვანილი, სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფებისთვის მარტივია", – აღნიშნეს გარემოს დაცვის ინსპექციაში.

მათი თქმით, ამ დროისთვის ნაძვის ხეების უკანონო მოჭრის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.