აქტუალური
საქართველოში 43-ე ბატალიონის ბრავო ასეული დაბრუნდა

1bravo-AQTUAL-3საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ავღანეთიდან IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი ასეულის საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე საათში, ალექსეევკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავით ქვედანაყოფის ბრავო ასეულის პირადი შემადგენლობაც დაეშვა. დახვედრის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და ჯარისკაცების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

დღეს საქართველოში დაბრუნდა 43- ბატალიონის ორი ასეული, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ მისიას ავღანეთის რესპუბლიკაში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ სამხედროებს იმ სამსახურისათვის, რაც გასწიეს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“. მინდა მივულოცო მათ სამშობლოში დაბრუნება და ვუსურვო წარმატებები მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრი მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ.

დღეს განხორციელდა ფრენა ავღანეთიდან. 43-ე ბატალიონის ბრავო ასეული სრულად ჩამოვიდა. მადლობა მინდა გადავუხადო ამ ხალხს, ჩვენს თანამებრძოლებს, ჩვენს მეგობრებს. მადლობა მინდა ვუთხრა მათი ოჯახის წევრებს, მათი სიხარული მინდა მეც გავიზიარო“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ.