უცხოეთი
რუსეთის ავიაციის ხელმძღვანელობა უკრაინასთან კონსულტაციებისთვის მზადაა

1aviacia-ucx-3საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. რფ-ის ტრანსპორტის სამინისტრომ და რუსეთის ავიაციამ უკრაინის საავიაციო ხელისუფლებას სამი წინადადება გაუგზავნეს შეთავაზებით, გამართონ კონსულტაციები ავიამიმოსვლის გაგრძელების შესახებ ორ ქვეყანას შორის 25 ოქტომბრის შემდეგ, - განუცხადა ჟურნალისტებს ფორუმი „კრილია როსიის“ მიმდინარეობისას რფ-ის ტრანსპორტის მინისტრმა ვალერი ოკულოვმა.

გავუგზავნეთ სამი წინადადება: ორი - ტრანსპორტის სამინისტროსგან, ერთი კი რუსეთის ავიაციისგან. და ჩვენთან ეს გათვალისწინებულია საჰაერო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმებით. იქ არის სტანდარტული ფრაზა იმის შესახებ, რომ კონფლიქტური სიტუაციებისას ყველა ეს საკითხი საავიაციო ხელისუფლებების კონსულტაციების გზით გადაიჭრება“, - განაცხადა ოკულოვმა.

აქ გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან მიღებული იქნა, კონსულტაციები კი არ ჩატარებულა. ამიტომ პირველი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ - მოდი გავმართოთ კონსულტაციები. და თუ უკრაინული მხარე ამ წინადადებას გამოეხმაურება, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შევხვდეთ ამ კონსულტაციებისათვის“, - დასძინა მან.