უცხოეთი
მოსკოვში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს

1IGL-ucx-1საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. მოსკოვის რეგიონში ცენტრალური აზიის მცხოვრებთა ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც ექსტრემისტულ ისლამისტურ ორგანიზაციებთან კავშირში ყოფნაზე ამოწმებენ.

პროფილაქტიკური ღონისძიებების ფარგლებში, ასევე არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოსკოვის რეგიონში დაკავებულია ათზე მეტი პირი - ცენტრალური აზიიდან, მათ შორის, ტაჯიკეთიდან, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებული იყვნენ რადიკალურ ორგანიზაციებთან, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოსთან“, - განუცხადა „ინტერფაქსს“ მისმა წყარომ ძალოვანი სტრუქტურებიდან.