რელიგია
საახალწლო მუსიკალური შეხვედრები დაიწყო

konservatoryკონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ტრადიციული საახალწლო მუსიკალური შეხვედრები დაიწყო. პირველი საღამო საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორულმა ანსამბლმა "ბასიანმა" გამართა.

ამ კონცერტით ანსამბლმა დაარსების 10 წლისთავი აღნიშნა. შესრულდა უძველესი ქართული ხალხური სიმღერები და საეკლესიო საგალობლები, რომლებიც "ბასიანის" წევრებმა ძველი ჩანაწერების მიხედვით აღადგინეს.

საპატრიარქოს ანსამბლი "ბასიანი" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წელს შეიქმნა. საღამოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრო.