საზოგადოება
დღეს 1$=2,38 GEL „ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ქვემოთ ჩამოვა“ - დიმიტრი ქუმსიშვილი

1dimaa-sazog-2-analitსაქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

"850 მილიონით შემცირებულია იმპორტი, 450 მილიონით - ექსპორტი და 250 მილიონით - ფულადი გზავნილი. შედეგად, გამოდის, რომ დღეს 100-150 მილიონი დოლარით ნაკლებია წნეხი ლარზე, ვიდრე ეს იმავე პერიოდში შარშან იყო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წლის დასაწყისიდან ეროვნულ ბანკს 390 მილიონი დოლარი აქვს კიდევ გაყიდული, ეს ფული სადღაც ხომ წავიდა? ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ორ კვარტალში 530 მილიონი გვაქვს და შემდეგ უკვე მცირე ანალიზი გვჭირდება. ფულის მასა (M3), რომელშიც შედის დეპოზიტები ვალუტაში, თებერვლიდან აგვისტოს ბოლომდე 500 მილიონი დოლარით არის გაზრდილი ანგარიშებზე. იმის გამო, რომ რეალობის აღქმა იყო არასწორი, ფიზიკურმა პირებმა თუ კომპანიებმა დოლარი შეიძინეს და ანგარიშებზე განათავსეს, მაგრამ ახლა ეს დოლარი ხომ უნდა დახარჯონ? გამორიცხულია, ეს ფული უკან არ ჩატრიალდეს ეკონომიკაში. აუცილებლად მოხდება ამ ფულის ისევ გადახურდავება და ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ქვემოთ ჩამოვა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.